”დიდებული ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან”- ამეკვიატა ეს ფრაზა ნიკო ლორთქიფანიძისა. ადრეც მიყვარდა , როცა მოსწავლე ვიყავი და როცა პირველად წავიკითხე ”თავსაფრიანი დედაკაცი”, რატომღაც მაშინ სულ მტკიოდა ის მოთხრობა , ახლა გამახსენდა და ისევ მტკივა ....” ბრალეულობა” ჩემს მოსწავლეშია, ახლა მომწერა ლიზიმ ცნობილ ადამიანზე , ვახტანგ ვაჩნაძეზე, მაგრამ უცბად დავფიქრდი: რამდენს არ ეცოდინება? ათს, ასს, ორასს.... უფრო მეტს, უფრო ნაკლებს... წერილის შინაარსი მომეწონა : ლიზი მწერდა-”ეს აუცილებლად უნდა დავწეროთ”; მეც ავდექი და დავიწყე ახალი გვერდის შექმნა. რამდენს დაიტევს ეს გვერდი-ასს ვერა, მაგრამ სხვებიც ხომ აკეთებენ, ჩვენ მერე ბევრი ვიქნებით! გამახსენდა მიტოვებული საფლავები, ბალახსა და ნისლში შეხვეული საფლავის ქვები და უფრო მეტკინა: რამდენი ადამიანია ჩვენს ირგვლივ, ვინც ქმნის ღირებულს და ჩრდილში რჩება...ჩვენ არ ვამბობთ იმას, რომ მათ შესახებ არავინ არაფერი არ იცის, არც იმას ვამბობთ, რომ თავის დროს მასზე არ საუბრობდნენ , მაგრამ დგება დრო და თითქოს ყველა ივიწყებს იმ ნაცნობს და ხდება უცნობი .
გიფიქრიათ, რამდენს სტკივა მარტოობა?! რამდენად გაუსაძლისია მარტოობა მაშინ, როცა იხსენებ, რომ ერთ დროს ყველას სჭირდებოდი, ყველა ღიმილით გესალმებოდა, ყველას უხაროდა შენი დანახვა და უცბად... იხურება ყველა ფანჯრის დარაბა და დგება სიჩუმე, მარტობაა და იმედი, რომ ვიღაცას, სადღაც გულის კუნჭულში ახსოვს ის... ეს ბლოგი ყველას, სამწუხაროდ ვერ დაიტევს , რამდენსაც მოვახერხებთ გაგაცნობთ, ან სულაც გაგახსენებთ ... მერე მოგვბაძავს სხვა და ყველას სახელი სადღაც ჩაიწრება.